GDCI-ის შესახებ
სწრაფად ცვალებადი გარემოსა და ბაზარზე მზარდი კონკურენციის გამო კომპანიები დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნების ერთადერთი ფორმულა არსებული პროდუქტების და პროცესების მუდმივი გაუმჯობესებაა. ამის მიღწევა შეუძლებელია ისეთი კომპანიისთვის, რომელიც ვერ ათვიცნობიერებს აუცილებლობას - იყოს უკეთესი დღეს ვიდრე იყო გუშინ.
კომპანიის არსებობის 11 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ჩვენმა კონსულტანტებმა 100-მდე საწარმოს გაუწიეს საკონსულტაციო მომსახურება, ხოლო ჩვენს მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე დამსწრეთა რაოდენობა 1,200-ს აღემატება. წლების წინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დონორის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთავაზობდით ქართულ საწარმოებს უფასო საკონსულტაციო მომსახურებას, რაზეც ხშირ შემთხვევაში კომპანიები უარს ამბობდნენ. უარის მიზეზი კი შემდეგი იყო: სურსათის უვნებლობის ან/და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა მხოლოდ განვითარებული ეკონომიკის პირობებში არსებულ იდეალურ საწარმოებშია შესაძლებელი. ჩვენ, ქართველები, კი მათი აზრით, იმ დროს ძალიან შორს ვიყავით ამ პირობების დაკმაყოფილებისგან. ამჟამად, მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილია - ადგილობრივი კომპანიები ნათლად ხედავენ ამ საკითხების მოგვარების საჭიროებას და მზად არიან მიიღონ ფასიანი საკონსულტაციო მომსახურება. ეს კი მტკიცე დასტურია იმისა, რომ კერძო სექტორის ცნობიერებამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
დაარსების დღიდან ჩვენ ვცდილობთ მუდმივად შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ინოვაციური პროდუქტები. ჩვენი მიზანია ვიყოთ ამ სფეროს პიონერები ქართულ ბაზარზე. ამის დასტურია ის, რომ:
ჩვენი კლიენტების სია მოიცავს როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე დონორ ორგანიზაციებს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ ვიპოვოთ და შევთავაზოთ კომპანიებს პრობლემების გადაწყვეტის პრაქტიკული გზები, პრიორიტეტების მიხედვით დავალაგოთ მათ წინაშე არსებული ამოცანები და დავეხმაროთ პროცესების გაუმჯობესების ეტაპობრივად განხორციელებაში. კომპანიებისთვის რეკომენდაციების შეთავაზებისას ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელშიც ისინი არსებობენ. ჩვენი რეკომენდაციები არასოდეს არის შეუსრულებელი.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ კომპანიებს შეუძლიათ გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დონეზე სათანადო მონდომების, ძალისხმევისა და ენთუზიაზმის შემთხვევაში. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მათ ვთავაზობთ პატიოსან და დაუღალავ ძალისხმევას, ცოდნას და გამოცდილებას. ჩვენი ღრმა რწმენით, საქმის კეთებისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს წარმატების ნაყოფს.

- ჩვენი ინიციატივით შემუშავდა რძის სექტორის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის განკუთვნილი პირველი დარგობრივი სახელმძღვანელო სურსათის უვნებლობის საკითხებში;
- ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საქართველოში დაიწყო GLOBALG.A.P.-ის მოთხოვნების პოპულარიზაცია. ჩვენი ადგილობრივი კონსულტანტების მეშვეობით პირველად საქართველოში დაიწყო აღნიშნული მოთხოვნების დანერგვა ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობაში;
- ჩვენი კონსულტანტები იყვნენ პირველები, ვინც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზეს HACCP-ის ინტენსიური და პრაქტიკული ტრენინგი. თავდაპირველად ამ ტრენინგს სურსათის უვნებლობის სფეროს ცნობილი ამერიკელი ინსტრუქტორები ატარებდენ, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში ტრენინგებს უძღვებიან ჩვენი ადგილობრივი კონსულტანტები.