საკონსულტაციო მომსახურება
გრძელვადიანი საკონსულტაციო პროექტები
გრძელვადიანი საკონსულტაციო მომსახურების მიზანია სხვადასხვა მართვის სისტემების დანერგვასა და შემდგომ განხორციელებაში კომპანიებისთვის სათანადო დახმარების გაწევა ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:
ჩვენი საკონსულტაციო პროექტების ხანგრძლივობა მერყეობს 6-დან 12 თვემდე და დამოკიდებულია კლიენტი კომპანიის სპეციფიკასა და შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობაზე. ამასთან, კლიენტი კომპანიის პერსონალის მუდმივი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი საკონსულტაციო პროექტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურება
მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურების მიზანია კომპანიაში არსებული პროცესების შეფასება და ამის შედეგად სათანადო რეკომენდაციების ამსახველი ანგარიშის მომზადება, ისევე როგორც, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისას დახმარების გაწევა. აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
გრძელვადიანი საკონსულტაციო მომსახურების მიზანია სხვადასხვა მართვის სისტემების დანერგვასა და შემდგომ განხორციელებაში კომპანიებისთვის სათანადო დახმარების გაწევა ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:
- ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015-ის მიხედვით (მოთხოვნები ესადაგება ნებისმიერი სექტორის კომპანიას);
- სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, კერძოდ ISO 22000:2018, FSSC 22000, IFS Food, BRCGS (მოთხოვნები ესადაგება სასურსათო ჯაჭვის კომპანიებს);
- მართვის ინტეგრირებული სისტემა ISO 22000:2018/FSSC 22000 და ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით (მოთხოვნები ესადაგება სასურსათო ჯაჭვის კომპანიებს);
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების სანიმუშო პრაქტიკა GLOBALG.A.P.-ის მოთხოვნების შესაბამისად (მოთხოვნები ესადაგება ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ფერმერულ მეურნეობებს);
- ღვინის სექტორზე მორგებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვა ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკის პრინციპების მიხედვით (მოიცავს ინფრასტრუქტურის შეფასებას, წინასწარი აუცილებელი პროგრამების დოკუმენტირებას, ტრენინგებს, ჩანაწერების წარმოებას და ა.შ.).
ჩვენი საკონსულტაციო პროექტების ხანგრძლივობა მერყეობს 6-დან 12 თვემდე და დამოკიდებულია კლიენტი კომპანიის სპეციფიკასა და შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობაზე. ამასთან, კლიენტი კომპანიის პერსონალის მუდმივი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი საკონსულტაციო პროექტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურება
მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურების მიზანია კომპანიაში არსებული პროცესების შეფასება და ამის შედეგად სათანადო რეკომენდაციების ამსახველი ანგარიშის მომზადება, ისევე როგორც, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისას დახმარების გაწევა. აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
- კვების მრეწველობის სექტორის კომპანიის შეფასებას წარმოების სანიმუშო პრაქტიკისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად;
- შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიის პროცესების აუდიტს (მომსახურება განკუთვნილია ნებისმიერი სექტორის კომპანიისთვის).