რატომ ჩვენ
ჩვენი ღრმა რწმენით, არსებობს რამდენიმე საფუძვლიანი არგუმენტი თუ რატომ ირჩევენ კომპანიები ჩვენს მომსახურებას:
- ჩვენ არ ვთავაზობთ ერთ სტანდარტულ მიდგომას ყველა ზომის და შესაძლებლობის კომპანიას.
- წამყვან ქართულ კომპანიებში ჩვენს მიერ წარმატებულად განხორციელებული საკონსულტაციო პროექტები ჩვენი საქმიანობის ნათელი მაგალითია.
- ჩვენ ვფლობთ ნოუ-ჰაუს თუ როგორ მიაღწიოს კომპანიამ დასახულ მიზნებს მინიმალური რესურსებით.
- ჩვენი მომსახურების ხარისხი გარანტირებულია.
- სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის პრინციპების პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენი ინიციატივით ქართულ ბაზარზე მოხდა სხვადასხვა ინოვაციური პროექტების განხორციელება.
- ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სპეციალისტების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში.
- ჩვენ არასოდეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს იმას, რისი შესრულებაც არ შეგვიძლია.
- ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ნებისმიერი საქმიანობის წარმართვისას აუცილებელია ეთიკური ნორმების მკაცრი დაცვა. მათი უგულვებელყოფა და ზემოგების მიღება ხარისხის ხარჯზე სრულიად მიუღებელია.