GDCI-ის მომსახურება
GDCI-ის საქმიანობა მოიცავს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ გრძელვადიან და მოკლევადიან პროექტებს მათი სპეციფიკისა და საჭიროებების მიხედვით. შემოთავაზებული მომსახურების სპექტრიდან ზოგიერთი პროდუქტი ორიენტირებულია ნებისმიერი დარგის კომპანიაზე, ხოლო გარკვეული სახის მომსახურება მხოლოდ სასურსათო ჯაჭვში მოღვაწე კომპანიებისთვისაა განკუთვნილი.