ტრენინგები
GDCI-ის ტრეინინგების კომპონენტი მოიცავს როგორც ტრენინგებსა და სემინარებს, ასევე მოკლე საინფორმაციო პრეზენტაციებს შემდეგ საკითხებზე;
- სურსათის უვნებლობის მართვის პრინციპები;
- სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (საკანონმდებლო მოთხოვნები, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის პრინციპები, წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, წინასწარი აუცილებელი პროგრამები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP);
- სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (საკანონმდებლო მოთხოვნები, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის პრინციპები, წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, წინასწარი აუცილებელი პროგრამები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP);
- სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა - ღვინის წარმოება (საკანონმდებლო მოთხოვნები, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის პრინციპები, წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, წინასწარი აუცილებელი პროგრამები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP);
- სურსათის უვნებლობის მართვის სტანდარტები - ISO 22000:2018/FSSC 22000/IFS-ის მოთხოვნები;
- GLOBALG.A.P.-ის მოთხოვნები ნედლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლებისთვის;
- სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები - DCFTA (საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ);
- ხარისხის მართვის პრინციპები ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით;
- შიდა აუდიტი (ISO 9001:2015; ISO 22000:2018/FSSC 22000/IFS).