პუბლიკაციები
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მე-2 გამოცემა) - 2021
„სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. პუბლიკაცია ძირითადად განკუთვნილია საშუალო და დიდი ზომის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, თუმცა, წარმოდგენილი ინფორმაცია მცირე ზომის ობიექტებმაც შეიძლება გამოიყენონ.
სახელმძღვანელო მომზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის თანამშრომლობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიისთვის,
დაგვიკავშირდით [email protected]
სახელმძღვანელო მომზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის თანამშრომლობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიისთვის,
დაგვიკავშირდით [email protected]
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე ზომის მარნებისთვის - 2019
პუბლიკაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ღვინისა და ღვინის ტურიზმის სექტორში მოქმედ მცირე მარნებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
,,სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისათვის“ მომზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის თანამშრომლობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. სახელმძღვანელოს ჩამოსატვირთად მიყევით ბმულს. |
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელო თხილის სექტორისთვის - 2013საკონსულტაციო კომპანია GDCI-ს აქტიური მონაწილეობით შეიქმნა კიდევ ერთი სექტორზე ორიენტირებული პუბლიკაცია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელო თხილის სექტორისთვის“, რომელიც შემუშავდა და გამოიცა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტისა (PTB) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
|
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო რძის სექტორისთვის - 2011
GDCI-ის ინიციატივით შემუშავდა და გამოიცა სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო, რომელიც კონკრეტულად რძის სექტორის მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის არის განკუთვნილი, რძის ფერმებისა და შემგროვებელი ცენტრების, გადამამუშავებლების, დისტრიბუტორების და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტების ჩათვლით. სახელმძღვანელოში აღწერილია ჰიგიენის ზოგადი წესები რძის სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით და მოცემულია სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციების და HACCP-ის გეგმების ნიმუშები.
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოს დაბეჭდვა უზრუნველყო მერსი ქორფსმა.
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოს დაბეჭდვა უზრუნველყო მერსი ქორფსმა.
სურსათის უვნებლობა: მოვაჭრეების, გადამამუშავებლების და მომხმარებლების გამოკითხვა თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში - 2010
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) საქართველოს წარმომადგენლობამ GDC-თან თანამშრომლობით და მერსი ქორფსის მხარდაჭერით თბილისსა და სამცხე–ჯავახეთში ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები რძისა და ხორცის პროდუქტების უვნებლობის, ჰიგიენის და ხარისხის შესახებ, და როგორია მათი გათვიცნობიერების დონე, მოთხოვნები და შესყიდვის პრაქტიკა ამ საკითხების გათვალისწინებით. იხილეთ ამ კვლევის შედეგების ამსახველი შემაჯამებელი პრეზენტაცია.
საქართველოს კომპანიების მზადყოფნა სურსათის უვნებლობის კანონის ამოქმედებისთვის - 2009 წლის დეკემბერი
2009 წლის დეკემბრით დათარიღებულ პრეზენტაციაში შეფასებულია ქართული კომპანიების მზადყოფნა სურსათის უვნებლობის კანონის ამოქმედებისთვის, კომპანიებში არსებული პრაქტიკა და სურსათის უვნებლობის სფეროს სვოტ ანალიზი.
სურსათის უვნებლობის დანერგვის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი - 2009 წლის ივნისი
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ USAID-ის მხარდაჭერით 2009 წელს განხორციელდა პროექტი "სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოში". აღნიშნული პროექტის ფარგლებში GDCI-ის კონსულტანტებმა განახორციელეს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებით ქართული კომპანიების მიერ გაწეული ძალისხმევის/ხარჯების და მიღებული შედეგების შეფასება.