GDCI-ის გუნდი
ეკატერინე ქიმერიძე
ძირითადი კვალიფიკაცია: სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვა, პროექტის მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა.
განათლება: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება, IEDC-ის ბლედის მენეჯმენტის სკოლა (სლოვენია).
2007 წლის ნოემბერში Bureau Veritas კიევის ფილიალში წარმატებით გაიარა IRCA-ს (სერთიფიცირებული აუდიტორების
საერთაშორისო რეესტრი) მიერ დარეგისტრირებული წამყვან აუდიტორთა კურსი ISO 22000:2005-ის მიხედვით.
პროფესიული გამოცდილება: ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მენეჯერის, გრანტების მენეჯერის, პროექტის მენეჯერის და ბიზნეს-კონსულტანტის თანამდებობებზე. 2004 წლიდან საქმიანობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სფეროში.
2006 წლიდან GDCI-ის დამფუძნებელი და დირექტორია.

თამარ ლაბარტყავა
ძირითადი კვალიფიკაცია: სურსათის უვნებლობის მართვა, ხარისხის მართვა, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, სტრატეგიული მენეჯმენტი, საოპერაციო მენეჯმენტი.
განათლება: მაგისტრის წოდება საერთაშორისო ბიზნესის მართვაში (MSc), კენტის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). დამუშავებული აქვს სამაგისტრო ნაშრომი Balanced Scorecard-ისა და ხარისხის მართვის სისტემის საკითხებში.
პროფესიული გამოცდილება: 1999-2005 წლებში მუშაობდა საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრში (CERMA) სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის შესყიდვების სპეციალისტის, ადმინისტრაციის უფროსის და ხარისხის მართვის კონსულტანტის. 2004-2007 წლებში მუშაობდა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე USAID-ის ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტში "AgVANTAGE", ACDI/VOCA. 2006 წლიდან GDCI-ის დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერია. 2006-2010 წლებში IRCA-ს (სერთიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეესტრი) წევრი და სერთიფიცირებული აუდიტორი, ISO 9001:2000/2008 (მესამე მხარის აუდიტის ჩატარების უფლებით).